შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ვიქტორია სექიურიტის თანამშრომელმა - თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.